“ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ ინფლაციაზე იქონია გავლენა კურსის ცვლილებამ, ისინი გააკეთებენ ინტერვენციას, საკმარისია იმისთვის, რომ არ იყოს პანიკის საფუძველი. ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია შეზღუდოს და კურსის ცვლილებამ არ გამოიწვიოს მისი ზრდა”
კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსის ცვლილება არის ბუნებრივი პროცესი:
“იმ ინვესტიციების გათვალისწინებით, რაც 2014 წელს არის დაგეგმილი, ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ცვლილებაში საგანგაშო არაფერია. ინვესტიციების შემოსვლა გაზრდის სავალუტო რეზერვებს და საფრთხე იმისა, რომ ინფლაცია გაიზრდება, არ არსებობს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




