როგორც მან სასტუმრო რადისონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ევროვნული პლატფორმის მე–5 საერთო კრება მიმდინარეობს, ეს წელი იმ არასამთავრობო სექტორისთვის, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, საკმაოდ რთული იქნება:
“რა თქმა უნდა, ნორმალურია ის, რომ ყველა ქვეყანაში არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც სხვა ინტერესები და მიდგომები აქვთ. ბუნებრივია, საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან. ეს სიტუაციას უფრო საინტერესოს ხდის. შესაძლოა, ეს გამოწვევები უფრო სხვა სტილით იყოს წარმოდგენილი, შესაძლოა, ამ გამოწევვებს გარკვეული მხარდაჭერაც ჰქონდეს.
მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ევროპული ინტეგრაცია ძალიან მნიშვენლოვანია, ეს გამოწევევა საკმაოდ რთული იქნება. თუ გავიხსენებთ იმას, თუ რამდენად მნიშვენლოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთახნმება, ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ციდან გამზადებული სახით არაფერი ვარდება და ამ ყველაფერს თან ახლავს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეასრულოს. გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ ეს მოთხოვნები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებას უფრო აუმჯობესებს, თუმცა კიდევ არის სხვა ფაქტორები, რომელიც დროთა განმავლობაში შეიცვლება. არის გარკვეული საკითხები, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ ქრება ან დადებითისკენ იცვლება. საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს, თუ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად გაივლის”, – განაცხადა ელჩმა და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში:
“მე გეუბნებით, რომ მომავალში თქვენ გექნებათ ბევრი გამოწვევა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც განსაკუთრებით საუბრობენ ქართულ ტრადიციებზე, სტანდარტებზე, საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა, რამდენად სულელურია ევროპული შემწყნარებლობა, ტოლერანტობა და ასე შემდეგ. უამრავ ასეთ კრიტიკას მოისმენთ თქვენი თანამოქალაქეებისაგან. საბოლოო ჯამში, არასამთავრობოების მოვალეობაა, რომ იმუშაონ საზოგადოებასთან. რაც შეეხება ხალხის შეხედულებებს, ამას სწორედ არასამთავრობოები აყალიბებენ და ამიტომაც ეძახიან მათ სამოქალაქო საზოგადოებას. ისინი თვითონ დამოუკიდებლად არ არიან სამოქალაქო საზოგადოება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელი ნაწილები არიან. მათ ევალებათ საოგადოებრივი აზრის გარდაქმნა. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა თქვენთვის, რომლის წინაშეც მომავალ წელს დადგებით. თქვენ უნდა მოძებნოთ შესაბამისი პასუხები მათთვის, ვინც ცდილობენ, რომ საქართველოს დღის წესრიგი სხვა მიმართულებით წაიყვანონ. ის, თუ როგორ მოახდენთ რეაგირებას, თქვენზეა დამოკიდებული”, – მიმართა დიმიტროვმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებას.




