“ჩვეულებრივი რიგითი რევიზია ტარდებოდა, ყოველდღიური, და აღმოჩენილი იქნა სახელმწიფო უზრუნველყოფის ობიექტზე გაზის უკანონო მოხმარება”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.
როგორც “ყაზტრანსგაზ–თბილისის” მმართველი ირაკლი გაბუნია ამბობს, სავარაუდოდ, გაზის უკანონოდ მოხმარება რეზიდენციის ექსპლუატაციაში შესვლის პირველივე დღიდან ხდებოდა:
“დატაცება ხდებოდა პირველივე დღეებიდანვე, როდესაც შეიქმნა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დატაცება ხდებოდა ძალიან დიდი ოდენობით იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 5 000 – 6 000 ლარის გაზს მოიხმარდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში და ალბათ რამოდენიმე ათასი ლარის დატაცება ხდებოდა ყოველთვე”, – აცხადებს ირაკლი გაბუნია.
ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკვე შედგენილია. შენობას გაზის მიწოდება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ აღუდგება.





