დღეს, 17 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხეს (31-39) და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯამში სამი მატჩი მოიგეს, აქედან 2 შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ერის წევრი ქვეყნები დაამარცხეს. საქართველოს ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრებისთვის ეს ყველაზე დიდი მიღწევაა არებობის ისტორიაში.
გარდა ამისა, საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – უმცროსი ბორჯღალოსნები პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში 19 ივნისს, დილის 03:05-ზე ბრუნდება. რაგბის კავშირი მოუწოდებს გულშემატკივრებს, ერთად დახვდნენ აეროპორტში უმცროს ბორჯღალოსნებს.