ახალი ამბები

პრეზიდენტმა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

15 ივნისი, 2018 • 2024
პრეზიდენტმა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურად წარადგინა მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.  ბახტაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინდა.

პროცედურულად, ამის შემდეგ კანდიდატმა  მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა მოამზადოს, ამისთვის კანდიდატს 7-დღიანი ვადა აქვს.

მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პროგრამას წარადგენს, პრეზიდენტი ამ საკითხს განსახილველად და კენჭისყრისთვის საქართველოს პარლამენტს გაუგზავნის.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც, 13 ივნისს გიორგი კვირკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, შესაბამისად, გადაყენებულად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი