ლიტერატურულ კონკურს “პენმარათონის” ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. შესარჩევ ეტაპზე შესული 120 განაცხადიდან მარათონის გუნდმა 14 გამოარჩია.
პენმარათონი-2018-ის ქართველ ფინალისტთა სია ასეთია: მინდია არაბული; ინა არჩუაშვილი; დავით ბადალაშვილი; შალვა ბაკურაძე; სოფო ბანძელაძე; თეა თოფურია; ირმა მალაციძე; ელენე რევიშვილი; ბესო სოლომანაშვილი; თამრი ფხაკაძე; ლევან შატბერაშვილი; ალეკო შუღლაძე; ბესო ხვედელიძე; ნინო გუგეშაშვილი (ბოლო პენმარათონის გამარჯვებული, რომელიც სპეციალური მოწვევით იღებს მონაწილეობას)
კონკურსში მონაწილეობა უნდა მიეღო 12 ქართველ და 12 გერმანელ ავტორს, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო 2 გერმანელი მონაწილე საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მარათონის გუნდმა გადაწყვიტა ფინალისტთა ჯამური რაოდენობის შენარჩუნება. შესაბამისად, პენმარათონი-2018-ის ფინალში 10 გერმანელი და 14 ქართველი ავტორი იქნება.
პენმარათონი-2018- ის წერითი სესია ჩატარდება 20-21 ივნისს ბაკურციხეში, მაროშენის ტერიტორიაზე.