ახალი ამბები

პრემიერი ძვირადღირებული მანქანების შეძენის პრაქტიკას “მანკიერ ტრადიციებს” უკავშირებს

16 იანვარი, 2014 •
პრემიერი ძვირადღირებული მანქანების შეძენის პრაქტიკას “მანკიერ ტრადიციებს” უკავშირებს

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, იყო მანკიერი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდბეოდა წინა ხელისუფლების დროს. არაფერი სტანდარტი არ არსებობდა. ხდებობდა ძვირადღირებული მანქანების შეძენა არათუ მაღალი თანამდებობის, არამედ საშუალო დონის და დაბლი რგოლის თანამშრომლებისთვისაც კი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თითქმის უკვე შემუშავებულია ახალი სტანდარტები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ავტომობილებს შეიძენენ:

“პრაქტიკულად მზად არის ის ახალი სტანდარეტბი, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ საჯარო უწყებებმა. იქნება ზუსტი დეფინიცია, თუ რა თანამდბებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს. აღარ მოხდება ქაოტურად შეძენა და აღარ აღმოჩნდება კონკრეტული თანამდებობის პირი და, საბოლოო ჯამში, მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში”.

რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების შეძენის საკითხს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

“კომპიუტერები უნდა შევისყიდოთ არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებისთვის, მთელ რეგიონებში უნდა მოხდეს კომპიუტერიზაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი