ახალი ამბები

ღარიბაშვილი პროკურატურიდან გათავისუფლებულ პირებზე: ეს არის პარაზიტობა

16 იანვარი, 2014 •
ღარიბაშვილი პროკურატურიდან გათავისუფლებულ პირებზე: ეს არის პარაზიტობა

” პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ეს ადამიანები რაღაც გაშარჟებული ფოტოსურათებით და ფოტოშოფით იყვნენ დაკავებული.  როდესაც პეოკურორი მუშაობს და ერთობა ფოტოშოფებით და ერთმანეთს დასცინიან, ეს არის კატასტროფა. ასეთი ადამიანი არსად არ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს არის ჩვეულებრივი პარაზიტობა. ზიხარ სახელმწიფოს ხარჯზე და არაფერს აკეთებ. ამაზე არ შეიძლება სკანდალური განცხადება, გასაშვები იყვნენ  და გაუშვეს,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

მთავარმა პროკურატურამ გიორგი ნოზაძის და ლევან ბუაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ასე განმარტა: 

 

„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, გიორგი ნოზაძის მიერ ჩადენილი იქნა  პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელი. კერძოდ, სამუშაო საათებში ფოტოშოპის საშუალებით გაშარჟების მიზნით შექმნა კოლეგის  შეურაცხმყოფელი ფოტო, რასაც სამსახურში თანამშრომლებს  შორის  ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც  სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა,  იგი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები,  არ ფლობდა  გამოძიების, კანცელარიის და ინტრანეტის  ელექტრონულ პროგრამებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი