“ჩვენ ვფიქრობთ, გვაქვს კონსულტაციები, 2 კვირა გავიდა, მაგრამ დროში შეზღუდული არ ვართ. უახლოეს დღეებში მე დავასახელებ კანდიდატურას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა მინისტრთა კაბინეტში რაიმე სახის სხვა საკადრო ცვლილებები, პრემიერი აცხადბს, რომ ასეთი რამ ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის შემცვლელის შესარჩევ კონსულტაციებში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მონაწილეობს.




