ახალი ამბები

მთავარი პროკურატურის განცხადება დავით კეზერაშვილზე

15 იანვარი, 2014 •
მთავარი პროკურატურის განცხადება დავით კეზერაშვილზე

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. 

 

“დავით კეზერაშვილი 2003 – 2008 წლებში იყო საჯარო მოხელე, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა. უდიტორული კომპანია „დელოიტის“ დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნეს-სექტორში გადასვლის შემდეგ, მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში,”- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი