ახალი ამბები

ევროპის საბჭო საქართველოში სელექციურ აბორტებზე

15 იანვარი, 2014 •
ევროპის საბჭო საქართველოში სელექციურ აბორტებზე

“მდედრობითი სქესის ემბრიონების სელექტიური აბორტები ჩინეთსა და ინდოეთში პოპულარულია, თუმცა ისინი ევროპის სხვა რეგიონებშიც არის გავრცელებული. ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებულია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებშიც: სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ასევე, ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში, ძირითადად, ალბანეთში. ასეთი მკვეთრად დისკრიმინებული პრაქტიკა საზოგადოებაში ქალის არასასურველ სტატუსს უკავშირდება,”- წერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

 

მისსავე წერილში მოყვანილია ციფრები – “ზოგადად სქესთა შეფარდება შობადობის დროს ასეთია: 102-106 მამრობითი სქესის ახალშობილი /100 მდედრობითი. 2011 წელს ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სქესთა შეფარდების დიდ სხვაობას. ალბანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს შეფარდება ასეთია 112/100, საქართველოში – 111/100. 2013 წლის ანგარიშშის შესაბამისად, რომელიც მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთით, სომხეთში ეს შეფარდება – 114-115/100, ხოლო აზერბაიჯანში 116/100 იყო.” 

 

ნილს მუიჟნიეკსი განმარტავს, რომ სელექტიური აბორტები დაკავშირებულია ზოგიერთ საზოგადოებაში არსებულ სურვილთან, ჰყავდეთ ვაჟები.  

 

“სახელმწიფოებმა უნდა შეუწყონ ხელი გოგონებისა და ვაჟების თანასწორობას. კანონმდებლობების პარალელურად, გაეროს ორგანიზაციებმა, იუნისეფმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ა.შ. შეადგინეს იმ ნაბიჯების ნუსხა, რომლის გადადგმაც აუცილებელია მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი