ახალი ამბები

ხაზარაძე: საკმაოდ საინტერესო წელი გველის

15 იანვარი, 2014 •
ხაზარაძე: საკმაოდ საინტერესო წელი გველის

“ძალიან გულწრფელი და გულახდილი საუბარი იყო, პრემიერი საქმის კურსშია იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ქვეყანაში. დაისახა კონკრეტული გეგმები და გამოიკვეთა პრიორიტეტები, თუ რაზე გააკეთებს ქვეყნის ხელისუფლება აქცენტს, რომ კოორდინაცია მოხდს ბიზნესთან და ერთობლივი ძალებით დაიწყოს დიდი პროექტები, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის გამოცოცხლება. საკმაოდ იმედიანად გამოვედი შეხვედრიდან”, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ხაზარაძემ ასევე გაიხსენა ბიზნესმენებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, რომელიც ახალი ხელისუფლების ფორმირების შემდეგ შედგა:

“ორივე შეხვედრა იმით გავს ერთმანეთს, რომ კონკრეტული და გულახდილი იყო. მე ვფიქრობ, რომ წელს მთავარობას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ განახორციელოს რეფორმები და გააგრძელოს დაწყებული საქმეები, რისი შანსიც წინა წელს ნაკლებად იყო გასაგები მიზეზების გამო.  მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო წელი გველის”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი