ახალი ამბები

“თანაინვესტირების ფონდმა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა”

15 იანვარი, 2014 • • 1012
“თანაინვესტირების ფონდმა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა”

 

“ბევრი ახალი პროექტია. დაახლოებით 10 პროექტია უკვე დამტკიცებული, ეს სულ არის 1,1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში. ფონდი ითანამშრომლებს ბანკებთან და ქართველ ბიზნესმენებთან.  ამ პროექტების განხორციელება დიდწილად იქნება დაკავშირებული ქართველ სერვის-პროვაიდერებთან, იქნება ეს სამშენებლო კომპანიები თუ სხვა სერვისის მიმოწდებლები. რაც შეეხება დასაქმებას, 80–90 პროცენტი ქართველები დასაქმედებიან. ამ ინვესტიციების 60 პროცენტი წავა ენერგეტიკაში იმიტომ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც შეიძლება დიდი ინვესტიციების განხორციელება. ასევე 2 პროექტია სოფლის მეურნეობაში და 4 პროექტია უძრავ ქონებასა და ტურიზმში, კერძოდ, სასტუმროებზეა ლაპარაკი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა დღეს, სასტუმრო რადისონში პრემიერ–მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

 

მისივე თქმით, ის 12 ახალი პროექტი, რომლის საკითხსაც ფონდი ამჟამად განიხილავს, ჯამში, 1,25 აშშ მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შექმნილი თანაინვესტირების ფონდის გაცხადებული კაპიტალი 6 მილიარდი აშშ დოლარია. 

 

გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი