ახალი ამბები

გურამ კაშია არნემის “ვიტესიდან” სან ხოსეში გადადის

14 ივნისი, 2018 • 1824
გურამ კაშია არნემის “ვიტესიდან” სან ხოსეში გადადის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი და არნემის “ვიტესის” ყოფილი ფეხბურთელი გურამ კაშია თამაშს “სან ხოსე ერქვეიქში” გააგრძელებს. ამის შესახებ ცნობებს ორივე საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

როგორც “ვიტესის” ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში გურამ კაშია ყვება, მისთვის კლუბში თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის იმედოვნებს, რომ გულშემატკივარი მის გადაწყვეტილებას სწორად გაიგებს.

“ეს არ ნიშნავს, რომ მე ნაკლებად მადარდებს “ვიტესი” ან არნემის ხალხი. ეს იყო ის, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობ. საფეხბურთო კარიერა საკმაოდ მოკლეა და ზოგჯერ კარგია ცვლილებები. მე ძალიან მინდოდა ახალი გამოწვევის მიღება. მე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანისა, რომელიც 8 წლის განმავლობაში მხარს მიჭერდა. მე არ გემშვიდობებით იმიტომ, რომ ერთ დღეს კვლავ მინდა დავბრუნდე კლუბში,” – ამბობს კაშია ვიდეომიმართვაში.

არმენის “ვიტესის” ოფიციალურმა გვერდმა გურამ კაშიას კლუბში გატარებული საუკეთესო მომენტების ვიდეოც გამოაქვეყნა და კაპიტანს მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება “სან ხოსე ერსქვეიქს”, ნაკრებში კაშიას გარდა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს. კლუბმა გურამ კაშიას გადმოსვლასთან დაკავშირებით თვითერის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი