ახალი ამბები

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების ნუსხა იზრდება

15 იანვარი, 2014 •
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების ნუსხა იზრდება

რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილების მიზეზს, როგორც სამინისტროში განმარტავენ, წარმოადგენდა უკანასკნელ პერიოდში ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივი გამოყენება არათერაპიული დოზებით ნარკოტიკული თრობის მისაღწევად, რაც სპეციალისტების განმარტებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

 

შესაბამისად, დამატებული ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზეც 24 იანვრიდან (ექსპორტ-იმპორტი, მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა) გავრცელდება კონტროლის იგივე მექანიზმები, რაც განსაზღვრულია ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.

   

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლის თანახმად, პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა  გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი