ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე: გიორგი კვირიკაშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ იქნება

14 ივნისი, 2018 • 5061
მამუკა ხაზარაძე: გიორგი კვირიკაშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ იქნება

ანაკლიის პორტის კონსორციუმის დამფუძნებელი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე კონსორციუმში გიორგი კვირიკაშვილის გადასვლის შესაძლებლობას უარყოფს. როგორც მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილთან მას ბიზნესპარტნიორული ურთიერთობები არ აკავშირებს.

იმის შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ანაკლიის კონსორციუმში გადაინაცვლებს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ანაკლიის პორტი ივანიშვილისა და კვირიკაშვილის დაპირსიპირების მიზეზი, ხაზარაძე პასუხობს:

“არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, დღეს ჩამოვედი და არავითარი აზრთა სხვადასხვაობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ არსებობს, მერწმუნეთ,” – ამბობს ის.

ხაზარაძე უარყოფით პასუხს იძლევა იმ კითხვაზე, რომელიც მისი და კვირიკაშვილის სამომავლო ბიზნესპარტნიორობას ეხება. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კვირიკაშვილმა პრემიერობის შემდეგ კონსორციუმში გადაინაცვლოს, იგი გადაჭრით პასუხობს:

“არა, რა შუაშია?! არაფერ შუაში არ არის კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორობა ჩემთან. არც ყოფილა არასდროს და არც იქნება,” – განმარტავს ხაზარაძე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი