ახალი ამბები

მთავარმა პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

15 იანვარი, 2014 •
მთავარმა პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ბოლო დღეებში სხვადასხვა სატელევიზიო საშუალებებში გასული ინფორმაცია ყოფილი პატიმრის, გოდერძი ჯოლოხავას მიმართ სხვადასხვა პირების მხრიდან ცრუ ჩვენების მისაცემად, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.

 

“ამჟამად საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. მთავარი პროკურატურის მიერ მოწმეებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი მკაცრად იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი