“განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ სექტორში – ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა. მთავრობამ შეიმუშავა საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორში ინვესტიციების გაზრდას, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სახელმწიფოს ეკონომიკურ წინსვლაში და დაიცავს ინვესტორის ინტერესებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.







