ახალი ამბები

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

15 იანვარი, 2014 •
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებული გიორგი გ-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო გიორგი ა-ს პირადი ჩხრეკისას – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით; გიორგი ტ-ს პირადი ჩხრეკისას „გეკოს“ ტიპის იარაღის 34 საბრძოლო ვაზნა იქნა ამოღებული.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (სსსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი