10:30 – თბილისის საკრებულოში უმცირესობის წარმომადგენელები თამაზ შოშიაშვილი და თემურ გრიგალაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
თემა: დედაქალაქში მიმდინარე პროცესები.
11:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე ბიუჯეტის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” უსახლკაროთა თავშესაფარს მოინახულებს, გაეცნობა არსებულ ვითარებას და სისტემატურ მონიტორინგს დააწესებს.
საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მაღალდაძე – 599 072013
11:00 – ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში, შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება.
11.00 – საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საკრებულოში ბრიფინგს გამართავს.
თემა: დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი.
15 იანვარს, 11:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, იურისტები ლექსო არქანია და არჩილ ჩოფიკაშვილი დეპუტატ თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილისა და თანამოაზრეების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენენ.
12:00 – “პირველ” პრესკლუბში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიუსაფართა თავშესაფარი.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 – ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი მღებრიშვილს და გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდება.
12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ბიუჯეტის და საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში თავისუფალი საქართველოს პოლიტიკური მდივანი ალეკო შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ხელისუფლება საარჩევნო გარემოს რეფორმებზე უარს ამბობს.
13:00 – “ქართული დასის” ოფისში გაიმართება პ/გ “ქართული დასისა” და “ქალთა პარტიის” წარმომადგენელთა ერთობლივი ბრიფინგი.
თემა: ახალი საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია – “ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში”, რომელიც არეგულირებს განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატი დედის) საშვილოსნოში გადატანასა და გამოზრდას.
13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი გოგა ონიანი განცხადებას გააკეთებს.
14:00 – “პირველის” საკონფერენციო დარბაზში ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამართლის ექსპერტები, მეცნიერები და პარლამენტის წევრები სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლთან დაკავშირებით დისკუსიას გამართავენ.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, IV სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
14:00 – საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო “რედისონში” ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
14:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ტატო ლასხიშვილი, პაატა გიორგაძე და ზაალ ჟვანია პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სასმელი წყლის ინდუსტრია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტი
15:00 – აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნებს გადასცემს.
18:30 – იუსტიციის სახლში, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან.
19:30 – ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ოფისში, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: ძმები კაკაბაძეების ქ. #26