ევორპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. აგვისტოს ომს კი აფასებენ რუსეთის პირველ თავდასხმად ევროპულ წესრიგზე, რომელსაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.