ახალი ამბები

ადვოკატი: კადრების განადგურების თაობაზე სამინისტროს განცხადება მოსალოდნელი იყო

14 იანვარი, 2014 •
ადვოკატი: კადრების განადგურების თაობაზე სამინისტროს განცხადება მოსალოდნელი იყო

“თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ ეს კადრები არ იქნებოდა ამოღებული და გაკეთდებოდა განცხადება, რომ კადრები წაშლილია. რაც შეეხება გზაზე განლაგებულ კამერებს, აქედან, ბუნებრივია, რომ იდენტიფიცირება ივანე მერაბიშვილის ვერ მოხდებოდა, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს შეეძლო დაეფიქსირებინა მანქანა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მიგვაჩნია, რომ ეს არის, უბრალოდ, თავის არიდება იმ კითხვებზე პასუხის გაცემისაგან, რა კითხვებიც გაჩნდა”, – განაცხადა ადვოკატმა “რუსთავი 2”–თან საუბრისას.

დავით ხაჟალია
დავით ხაჟალია

სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის საკნიდან გაიყვანეს, მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა. სამინისტრომ 18 სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ნახა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა უშუალოდ შენობაში არსებული კამერების ჩანაწერები. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, ეს ჩანაწერები 24 საათში ავტომატურად იშლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი