საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი 4 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის ორი ეპიზოდი ეხება 2011 წლის 5 აგვისტოს პატიმრების გ.ფ-სა და დ.თ ს ცემას და მათ წამებას დასჯის მიზნით, ვინაიდან პატიმრები მაღალ ხმაზე უსმენდნენ რადიოს.
ასევე ორ ეპიზოდზე დიმიტრი ჯიჭონაიას ბრალი ჰქონდა წარდგენილი 2012 წლის თებერვალსა და აგვისტოში პატიმრების რ.გ-სა და ზ.დ-ს მიმართ არაადამიანური მოპყრბის საქმეზე.
“აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიების შედეგად შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




