“დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე, – პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
წულუკიანი აცხადებს, რომ მან არ შეიძლება იცოდეს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი და ვის დაასახელებს ის მთავრობის წევრებად.
ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, შესაბამისად, გადაყენებულია მთავრობაც. მინისტრები ამჟამად დროებით ასრულებენ მოვალეობას.