“ეს არის კობი-გუდაურის მონაკვეთი, ნაქერალას უღელტეხილი, მაღალმთიანი აჭარა. ღამის განმავლობაში შეზღუდვა იყო რიკოთის უღელტეხილზე, ძირითადი შეზღუდევბი ეხება დიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, როგორიც არის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტი და 30-ზე მეტი ტევადობის ავტობუსები. მონიტორინგს ვახორციელებთ სამინისტროს ხელმძღვანელობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომ რაიმე სახის არსებითი შეზღუდვა არ იყოს. უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელია დამატებითი ნალექი, დღეს ღამის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ დამატებითმა ტექნიკამ იმუშაოს ცალკეულ მონაკვეთებზე”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, პირველი მეწყრული შემთხვევა დაფიქსირდა მაღალმთიან აჭარაში:
“სადაც ჩვენი სამსახურები იყვნენ და მუშაოებენ, რომ გაწმინდონ ეს მონაკვეთი და დამატებითი დაფინანსება უნდა გამოიყოს, რომ დამეწყრილი ტერიტორია იყოს აღდგენილი. ენერგეტიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე ასევე ვეხმარებით მათ მაღალმთიან აჭარაში იმისთვის, რომ ცალეკულ სოფლებში, სადაც საჭიროა მათი მხრიდან შესვლა, მოხდეს თოვლის წმენდა”, – აღნიშნა რეგიონული განვითარების მინისტრმა.




