ახალი ამბები

მიუსაფართა თავშესაფრის კიდევ ერთი ბინადარი გარდაიცვალა

14 იანვარი, 2014 •
მიუსაფართა თავშესაფრის კიდევ ერთი ბინადარი გარდაიცვალა

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც დღეს სამინისტროში ჟურნალისტებს დაურიგეს, გარდაცვლილი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და გადაადგილებისთვის ყავარჯენი ესაჭიროებოდა. 

 

“იგი თავშესაფრის ტერიტორიაზე არ გარდაცვლილა. როგორც შემდგომში გაირკვა, იგი გადაპარულია ღობეზე საკვების მოტანის მიზნით. გარდაცვლილის ხელში ნაპოვნი იქნა ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული”, – ნათქვამია ზემოხსენებულ პრესრელიზში.

 

შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის ერთი მკვიდრი 11 იანვარსაც გარდაიცვალა.

 

თბილისში მოსკოვის გამზირზე მიუსაფართა კარვები 2013 წლის დეკემბერში მოეწყო. თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად ჩართული იყვნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ასევე, სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112). 

მასალების გადაბეჭდვის წესი