ახალი ამბები

ქუთაისში თოვლმა ისევ პრობლემები შექმნა [Photo]

14 იანვარი, 2014 • • 1881
ქუთაისში თოვლმა ისევ პრობლემები შექმნა [Photo]

“მანქანის გზა უფრო გაწმენდილი არის, ვიდრე ტროტუარი. საკმაოდ ჭირს გადაადგილება, პრობლემაა ტრანსპორტში ასვლაც, რადგან წყალი დგას. ამ ზამთარში მეორედ არის ასეთი მდგომარეობა. გამოიყვანოს მერიამ ხალხი და გაწმინდონ, სხვა რა საქმე აქვთ?!” – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნანა სოხაძე.

 

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ბასილაძე აცხადებს, რომ მერიის სამსახურებმა გზების გაწმენდა გუშინვე დაიწყეს:


“სადღაც 3 საათზე დაიწყო ინტენსიური თოვა, 4 საათზე მობილიზიბული იყო ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტექნიკა- სამი ერთეული ნიჩბიანი გამწმენდი ავტოსატრანსპორტო საშუალება და ერთი ჯისიპი ტიპის ნიჩნბიანი გამწმენდი საშუალება. 6 საათისთვის უკვე მთლიანად ქალაქის ცენტრალური ქუჩები, საავადმყოფოებთან  მისასვლელები და ძირითადი სასიცოცხლო ობიექტების მისასვლელები გაწმენდილი იქნა და პარალელურ რეჟიმში დასუფთავების სამსახური მუშაობდა ფეხით სავალი ბილიკების გაწმენდაზე. ფაქტობრივად, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას რაიმე პრობლემა არ შექმნია.”

 

კითხვაზე, თუ რატომ არის დარჩენილი თოვლი, როგორც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ასევე, ფეხით სავალ ბილიკებზე, ბასილაძე პასუხობს:


“იწმინდება, ნელ-ნელა იწმინდება, თუ დააკვირდებით, დასუფთავების სამსახური მუშაობს.”

 

ბასილაძე მეწარმეებსაც მოუწოდებს, თავიანთი ობიექტების წინ ფეხით სავალი ბილიკები გაასუფთავონ:


“ჩემი სურვილი და რჩევა იქნება, ყველა ქუთაისელისთვის და იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავიანთი ობიექტები აქვთ, გამოვიდნენ და თავიანთი ობიექტების წინ ერთი მეტრიანი ზოლი მაინც გაწმინდონ, იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვინც გამოსული არის, მთელ ქალაქში მუშაობს. დილის 5 საათიდან თავიანთ საქმეს აკეთებენ, შემდეგ გამოვიდნენ და აკეთებენ თოვლის გაწმენდის სამუშაოებს და რომ მივეხმაროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქუთაისელებმა ამ საქმეში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი