“ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელად დატოვა, უფრო მეტიც, გაუმჯობესდა თანამშრომლობის ხარისხი და კიდევ უფრო გაღრმავდა ევროპული სტანდარტების მიმართულებით, აღნიშნა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე და იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ დაუდგა. მისი განცხადებით, ხელშეკრულების პარაფირებიდან მის საბოლოო ხელმოწერამდე საქართველოს რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას, რადგან არსებობს რეალური საფრთხეები და მექნიზმები, რომლებიც ევროპული ფასეულობების დევალვაციისთვის შესაძლოა იქნეს გამოყენებული”.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსუფაშვილი ნატო-საქართველოს ურთიერთობების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანას 2014 წლის ნატოს სამიტისგან კონკრეტული შედეგების მოლოდინი აქვს, რაც საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.
„დაისმის კითხვები – რამდენად სწორია საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში ინტეგრაციისკენ? მე ვაცხადებ, რომ სწორია, რადგან ევროკავშირისკენ წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის საქართველოს წინგადადგმული ნაბიჯი კონსოლოდირებული დემოკრატიისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და სწორედ აქ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით ესტონეთის მხარდაჭერა და მისი გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.