ახალი ამბები

ოქროს ბურთი კრისტიანო რონალდოს გადაეცა

13 იანვარი, 2014 •
ოქროს ბურთი კრისტიანო რონალდოს გადაეცა

რონალოდს ციურიხში გამართულ გალა–საღამოზე პრიზი დღეს გადასცეს. მან უკან ლიონელ მესი და ფრენკ რიბერი ჩამოიტოვა. აღნიშნული ჯილდო კარიერაში რონალდომ მეორე მოიგო, პირველად საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით იგი 2008 წელს, მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას დაჯილდოვეს.

 

ფიფამ 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად იუპ ჰაინკესი დაასახელა, რომელმაც მიუნხენის ბაიერნს შარშან ტრიპლეტი მოაგებინა: გერმანიის თასი, ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ხოლო პუშკაშის სახელობის ჯილდო, რომლითაც ფიფა საუკეთესო გოლის ავტორებს აჯილდოვებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაეცა.

 

აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალს, რომელსაც რონალდო წარმოადგენს, გასული წლის განმავლობაში არც ერთი ტიტული არ მოუგია, თუმცა ეს ფაქტორი რონალდოსთვის ინდივიდუალური ჯილდოს დაუფლებისთვის ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი