ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება

13 იანვარი, 2014 •
საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება

როგორც პრესსამსამსახურში აცხადებენ,  მთავრობის ადმინისტრაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან; ჩამოყალიბდება და კიდევ უფრო გაძლიერდება პრემიერ-მინისტრთან არსებული  საბჭოები; ადმინისტრაცია ორიენტირებული იქნება სამთავრობო სტრუქტურებს შორის  კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე.  

 

პრესსამსახურის ცნობით, კანცელარიის რეფორმირება, ერთი მხრივ, გამოწვეულია საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლითაც პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

“საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრიორიტეტად რჩება ეფექტიანი, გამჭვირვალე და  ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრება. აღნიშნული ცვლილები პასუხობს საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ამოცანებს, რომელთა განხორციელებასაც პრემიერ-მინისიტრი  ადმინისტრაციასთან და მთავრობასთან ერთად  გეგმავს.  უახლოეს მომავალში კანცელარია ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას გამართავს”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი