ახალი ამბები

C ჰეპატიტის შეღავათიან ფასად მკურნალობისთვის პაციენტთა რეგისტრაცია დაიწყება

13 იანვარი, 2014 •
C ჰეპატიტის შეღავათიან ფასად მკურნალობისთვის პაციენტთა რეგისტრაცია დაიწყება
პირველ ეტაპზე, 1 ივლისთვის უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6 ათასი ერთეული, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკმარისი იქნება სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად. 
 
იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს შეღავათით სარგებლობის უფლება, მან უნდა წარმოადგინოს სრული სამედიცინო გამოკვლევების შედეგები, რომელსაც შემდგომ ექსპერტ-ინფექცინისტებისგან, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის და სააგენტოს თანამშრომლებისა და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის წევრებისგან შემდგარი კომისია განიხილავს.  
 

“1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში – მცოცავი გრაფიკის პრინციპით – რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტ მარაგს 2014-2015 წლების პერიოდისათვის,”- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი