ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დაამტკიცა იმ პირთა სია, რომელსაც კომისია დაკითხავს. სიაში არიან მოქმედი მინისტრები და ყოფილი მთავარი პროკურორი.
[red_box]დასაკითხ პირთა სია[/red_box]
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე,
ზაზა სარალიძის ადვოკატი – ნესტან ლონდარიძე,
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე,
მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები,
საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება;
შს სამინისტროს წარმომადგენლები – მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები – ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ–გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე;
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები – ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები – ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და პროკურორი გიორგი გაბოძე;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ექსპერტები – სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საჯარო სკოლების დირექტორები და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
ამავე დღეს საქმის გამოძიების და საქმის გამყალბებლების დასჯის მოთხოვნით დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შემდეგაც პარლამენტმა საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას აქვს.