ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დამთვალიერებლებს მისი ნახვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
“პატარა და დედა კარგად გრძნობენ თავს, მთელი დღე გარეთ არიან და დამთვალიერებლებს მათ ნახვა დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ. დედა ჯერ ახლოს არ გვიშვებს და პატარას სქესი არ ვიცით. ზებრას ნაშიერები დაბადებიდანვე ძლიერები არიან. თავიდანვე მათ გამოკვეთილი ხაზები არ გააჩნიათ, აბურძგნული, პრიალა და მოყავისფრო ბეწვი აქვთ. დაახლოებით 10 წუთში ფეხზე დგებიან, ერთ კვირაში დედას უკან მიჰყვებიან და ბალახს ჭამენ. თუმცა 16 თვემდე რძესაც მიირთმევენ. ზებრებს შორის ყველაზე უკეთესი მდგომარეობაში სწორედ ბურჩელის ზებრის პოპულაციაა, აფრიკის მოსახლეობის ზრდამ და ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბალახოვანი მინდვრებისა და სავანას განადგურებამ შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ეს სახეობა,”- ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.