“სამართალდამცველებმა ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 99,38 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”.– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.