ახალი ამბები

ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლომ 600 ლარით დააჯარიმა

12 იანვარი, 2014 •
ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლომ 600 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაო სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილს ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის მიხედვით დააკისრა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხარტიშვილი 166–ე მუხლიში, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, გამართლდა. 


სასამართლო პროცესზე, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა მოსამართლე ნინო ყანჩაველმა ლაშა ჩხარტიშვილი 50 ლარით დააჯარიმა:


“ნაცქოცების მაფია ძირს, რომელიც თბილისელების ეკოციდს აგრძელებს, იმიტომ, რომ წილებს იყოფენ “ნაციონალები” და “ოცნების” წარმომადგენლები ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი” ბოლომდე იბრძოლებს, რომ “ნაციონალებმა” და “ქოციონალებმა” ვაკის პარკის განადგურების ხარჯზე არ იშოვონ ფული”.– ამ სიტყვების შემდეგ  ლაშა ჩხარტიშვილი დარბაზიდან გააძევეს. განაჩენი მოსამართლემ მის გარეშე გამოაცხადა. 


ჩხარტიშვილის ადვოკატი ნანა ქურდოვანი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება:


“პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მან მიმართა მჯდომარე სახით, ამ შემთხვევაში იყო სრულიად დაცული უფლება და ჩარევა ამ უფლებაში არ უნდა მომხდარიყო. ამიტომ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ”.


შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი 10 იანვარს, თბილისი მერიასთან გამართული აქციის დროს დააკავეს. ჩხარტიშვილი სხვა მოქალაქეებთან ერთად “ვაკის პარკის” ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი