შებას სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შარონი დღეს, 11 იანვარს, შუადღისას, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. 

 

ისრაელის ამჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შარონი დიდი მეომარი იყო, მაგრამ პალესტინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შარონის გზა ომი და აგრესია იყო. 

 

“მისი მოგონება ყოველთვის იცოცხლებს ერის გულში”– დაწერა ტვიტერის ანგარშზე ისრაელის ლიდერის პრესსპიკერმა. 

 

პალესტინის მთავარი პოლიტიკური ფიგურა მუსტაფა ბარგოუთი ამბობს, რომ არავის არ უნდა გაუხარდეს მისი გარდაცვალება “თუმცა მან აირჩია ომისა და აგრესიის გზა და ცუდი მოგონებები დაუტოვა პალესტილენებს”.

 

არიელ შარონი პრემიერ–მინისტრი 2001 წელს გახდა, მან 1948 წლიდან მოყოლებული ისრაელის თითქმის ყველა ომში მიიღო მონაწილეობა. 

 

არიელ შარონის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა. 

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრემიერ–მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო. არიელ შარონი ისრაელის გამორჩეული ლიდერი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელის უახლეს ისტორიაში. გულითადად ვუსამძიმრებ ჩვენს მოძმე ხალხს ამ დიდ დანაკლისს”.–ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმარი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს გაუგზავნა:

 

“თქვენო აღმატებულებავ, ღრმად დამამწუხრა ცნობამ არიელ შარონის გარდაცვალების შესახებ. ებრაელმა ხალხმა დაკარგა თავისი უდიდესი შვილი.  არიელ შარონმა -თვალსაჩინო და მონუმენტურმა ფიგურამ, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისრაელის სახელმწიფოს შენებაში, მისი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაძილერებაში, რითაც სამართლიანად მოიპოვა ხალხის სიყვარული. მწუხარების ჟამს, ჩვენ ვიზიარებთ ებრაელი ხალხის ტკივილს და თანადგომას ვუცხადებთ მას. გთხოვთ, გადასცეთ საქართველოს მოქალაქეთა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი არიელ შარონის ოჯახის წევრებსა და მთლიანად ისრაელის მოსახლეობას”.– ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის წერილში. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *