ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

13 ივნისი, 2018 • 1420
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. სუს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულები ქრთამის ნაწილის აღების დროს დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი,”-წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის თანახმად, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი