“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 47 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთი წლით სარგებლობაში უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქისაგან ქრთამის სახით 14 000 ლარი აიღო.”– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.