დღეს, 12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში იაპონიას მოუგო (24:22) და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლო ორი მატჩის მოგება.
გადამწყვეტი ლელო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გელა აფრასიძემ დაუდო იაპონიის ნაკრებს.
გარდა დღევანდელი გამარჯვებისა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ელიტაში ადგილიც შეინარჩუნეს.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას შეერკინება.
- 20 წლამდე ბორჯღალოსნებმა ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი 7 ივნისს მოიგეს – მესამე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ირლანდიას სძლია, ანგარიშით: 24-20.