ახალი ამბები

ინგოროყვას კლინიკამ ენმ-ის წევრთან ინციდენტის გამო, ექიმი სამსახურიდან გაუშვა

12 ივნისი, 2018 • 5389
ინგოროყვას კლინიკამ ენმ-ის წევრთან ინციდენტის გამო, ექიმი სამსახურიდან გაუშვა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ სამსახურიდან გაუშვა ექიმი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ნინო კვიტაიშვილის თქმით, არაეთიკურად მოექცა. კლინიკის დირექტორის, გიორგი ინგოროყვას განცხადებით, ექიმ მურთაზ მამაგეიშვილის სამსახურიდან გაშვების მიზეზი მისი მხრიდან  სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევა გახდა.

შემთხვევა გუშინ, 11 ივნისს მოხდა. როგორც ნინო კვიტაიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მსუბუქად დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ნინო კვიტაიშვილი ამბობს, ექიმმა მას უთხრა, რომ “მეტის ღირსი იყო”. პარტიის წევრის თქმით, ინგოროყვას ექიმმა ეს ფრაზა მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის წევრი” იყო.

11 ივნისს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სწორედ ამ დროს მსუბუქად დაშავდა ნინო კვიტაიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი