“წაღებულია ფულადი თანხა 3 000 ლარის ოდენობის, ეს თანხა გადმორიცხული იყო თბილისის მერიის მიერ, ეს მშენებარე ტაძარია. მოხდა ქურდობა, არ ვიმყოფებოდი მონასტერში, როდესაც დავბრუნდი, კელია გაძარცვული იყო უკვე და ეს თანხა გატანილი იყო. კონკრეტული ეჭვმიტანილი არ არსებობს. ძალიან რთული და მძმე იყო, უკვე მესამე ფაქტია მონასტრის ძარცვის”.– განაცხადა “რუსთავი 2″–თან საუბრისას მღვდელმა თადეოზ თანდილაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 177–ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, დასრულებულია თუ არა გამოძიება ტაძრის წინა ორი ძარცვის შესახებ, შსს–ში აცხადებენ, რომ პოლიციაში აღნიშნული ტაძრის წარსულში ძარცვის შესახებ ინფორმაცია არ არსებოსბს.