წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მათ ქადაგების დასასრულს გადაეცათ.
“უდიდესი რამ არის ჩემთვის და ჩვენთვის სამივესთვის, ვინც მივიღეთ ეს უმაღლესი ჯილდო და, გარწმუნებთ, ეს სცილდება ჩვეულებრივი ჯილდოებს, რაც არ უნდა მაღალი ჯილდო იყოს, მაინც პატრიარქისგან მიღებული ჯილდო სხვა რამეა”– განაცხადა თემურ ჩხეიძემ.
ბესიკ ხარანაულის თქმით კი, ეს არის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც შემკობა არ ჭირდება:
” ამას არც შემკობა ჭირდება და არც შექება და მხოლოდ მადლიერება შეფერის. მე მადლიერი ვარ, რომ ეს ჯილდო გადმომეცა”. –განაცხადა მან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგიs ოქროს ორდენი ასევე მიღებული აქვს მწერალ გურამ დოჩანაშვილს, რეჟისორებს- ელდარ შენგელაიასა და რევაზ ჩხეიძეს, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს და საგუნდო მუსიკის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის- შალვა მოსიძეს.