დეკლარაციაში, რომელიც 31-გვერდიანია, ფასიანი ქაღალდების რაოდეობას თითქმის სრული 4 გვერდი უჭირავს. ბიძინა ივანიშვილი აქციებს სამ ვალუტაში- დოლარში, ევროში და ლარში ფლობს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი სააქციო პაკეტს ფლობს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა “Apple”, “Google”,“Volkswagen”, “Rolls-Royce PLC”, “DEUTSCHE BANK AG” და სხვა.
ყველაზე დიდი რაოდენობის აქციებს ივანიშვილი “Raptor Pharmaceutical”–ში ფლობს, აქციების რაოდენობა 1 200 000-ია და თითოეულის ღირებულება 13.89 ევროა, რაც, ჯამში, 16 668 000 ევროს შეადგენს.
შეგახსნებეთ, ქონებრივი დეკლარაციია სახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.