“ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდა არაერთი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ვაცხადებთ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობის თანახმად დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. სხვა საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის. ჩვენ მზად ვართ მედიას ოპერატიულად მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია ნებისმიერ სიახლეზე. ამ ეტაპზე  გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება”– ნათქვამია განცხადებაში.


მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებეზე განცხადება უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა, მისი თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ 2014 წლის დასაწყისში მთავრობაში ცვლილებები განხორციელდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც უპასუხა. მისი თქმით, იგი  ინფორმაციას არ ფლობდა მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *