ახალი ამბებიეკონომიკა

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 33%-ით შემცირდა

11 ივნისი, 2018 • 2172
პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 33%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასაწრი ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 279.3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 32.9%-ით ნაკლებია. საქსტატში FDI-ის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას.

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები

2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 82.7 მლნ აშშ დოლარი დიდი ბრიტანეთიდან განხორციელდა. მეორე ადგილზე 51 მლნ დოლარით აზერბაიჯანია. მესამე ადგილს კი  41.6 მლნ დოლარით ჩინეთი იკავებს.

სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

2018 წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა. შემდეგ მოდის მშენებლობა და დამამუშავებელი მრეწველობა. საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2018 წლის I კვარტალის FDI-ში შეადგინა 78.7%. რაც შეეხება საფინანსო სექტორს, სადაც პირველ კვარტალში 110.6 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდა, მთლიან FDI-ში საფინანსო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების წილი 39.6%-ია. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა კავშირგაბმულობისა და უძრავი ქონების სექტორში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი