ორმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა ჰაბლის ტელესკოპიდან მიღებული მონაცემები, რომელიც მზის სისტემის გარეთ მყოფ პლანეტებთანაა დაკავშირებული. ეს პლანეტები GJ 1214b და GJ 436b–ია. დედამიწისგან 42 სინათლის წელიწადით დაშორებული პლანეტაა GJ 1214b, რომელსაც “სუპერ დედამიწის” პლანეტების ჯგუფის მაგალითია, ხოლო 36 სინათლის წელიწადით დედამიწისგან დაშორებული პლანეტა GJ 436b “თბილი ნეპტუნის” პლანეტების ჯგუფს წარმოადგენს. 

 

“სუპერ დედამიწის” ჯგუფის პლანეტათა მასა დედამიწისა და ნეპტუნის მასებს შორის მერყეობს. GJ 1214b  პლანეტას დედამიწაზე 2.7–ჯერ მეტი რადიუსი აქვს, რაც შეეხება “თბილ ნეპტუნს”, ამ ტიპის პლანეტები მზის სისტემის პლანეტა ნეპტუნის უფრო ცხელი ვერსიებია.  


“ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ სხვა პლანეტების ირგვლივაც უნდა ყოფილიყო ღრუბლები, მაგრამ უკვე გვაქვს შედეგების ტალღა, რომელიც გვეუბნება, რომ ღრუბლები ძალიან გავრცელებული ფენომენია”– აცხადებს ჰიზერ კნათსონი, პლანეტარული ასტრონომი კალიფორნიის ინსტიტუტში და GJ436b პლანეტასთან დაკავშირებული კვლევის მთავარი ავტორი. 



ამ პლანეტების შემადგენლობის შესწავლა შესაძლებელია, როდესაც ისინი საკუთარი ვარსკვლავთან მიმართებაში სპეციფიკურ პოზიციას იკავებენ. ამ დროს მოლეკულები მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტების ატმოსფეროს უბლოკავს სინათლის სპექტრის გარკვეულ ნაწილს. პლანეტის სინათლეშეღწეულ ნაწილზე  დაკვირვებით ასტრონავტები პლანეტის შემადგენლობას ადგენენ. 


ეს დაკვირვებები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ GJ 1214b შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ატმოსფეროს არსებობის არავითარი ნიშანი არ არსებობდა. ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა სქელი ღრუბლები ბლოკავდნენ სინათლის შეღწევას, ან პლანეტა შექმნილი იყო შედარებით მძიმე მოლეკულებისგან, როგორიცაა წყალი, რომელიც მიზიდულობის ძალით კუმშავს ამ მოლეკულებს თხელ, მჭიდრო ფენებად. 


შეჯამების სახით, ბოლო კვლევები ამტკიცებენ, რომ მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტებში ღრუბლები უნდა არსებობდეს, უბრალოდ, მათი შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება დედამიწის ირგვლივ არსებული ღრუბლებისგან. ისინი შედგებიან ისეთი ნაერთებისგან, როგორიცაა თუთიის სულფადი და კალიუმის ქლორიდი, მაშინ, როცა დედამიწის ატმოსფეროში არსებული ღრუბლები წყლის წვეთებისა და ყინვის ნარევია. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *