ახალი ამბები

GNCC-ის წევრობის ერთ ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

3 იანვარი, 2014 • • 1025
GNCC-ის წევრობის ერთ ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

კონკურსი 3 იანვრს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა.  კანონის მიხედვით,  კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.


რაც შეეხება მოთხოვნებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა – მმართველ თანამდებობაზე.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს: მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა, კანდიდატის ერთი ფოტოსურათი, ავტობიოგრაფია, უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს, სარეკომენდაციო წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი