ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

31 დეკემბერი, 2013 •
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკო ნერგაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ წუთებში (16:23) პარლამენტის IT სპეციალისტები შეტევის აღსაკვეთად მუშაობენ, და მისივე თქმით, პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

 

თავდაპირველად პარლამენტის ვებ-გვერდზე შესვლისას შემდეგი წარწერა ჩნდებოდა:

 

“ჩვენ გვიყვარს ირანი, ჩვენ არც ერთი ხალხის მტერი არ ვართ, ამერიკელი ხალხისაც კი. გთხოვთ გააძლიერეთ თქვენი ვებ-გვერდის უსაფრთხოება, რადგან მისი ხარისხი დაბალია”

 

ნიკო ნერგაძის თქმით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის ადგილი, საიდანაც კიბერშეტევა განხორციელდა. მისი განცხადებით, აღნიშნულის დადგენა უფრო ხანგრძლივი პროცესია.

 

ამ დროსთვის (16:39) ვებ-გვერდზე შესვლისას ზემოთ აღნიშნული წარწერა აღარ ჩნდება, თუმცა ვებ-გვერდი კვლავ მიუწვდომელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი