“ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ოჯახისა და ამერიკის მთელი საელჩოს სახელით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვუსურვო საქართველოს ყველა მოქალაქეს შესანიშნავი დღესასწაული და ბედნიერი ჯანმრთელი და მშვიდობიანი ახალი წელი. ჩვენი ფიქრით განსაკუთრებით იმ მამაც ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ვართ, რომლებიც ამ სადღესასწაულო დღეებში სახლიდან შორს, ავღანეთში, ერთმანეთის მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენი რელიგიისა და წარმომავლობის მიუხედავად, დღესასწაულებისას ოჯახები და მეგობრები ერთად იყრიან თავს და მადლობას უძღვნიან გასულ წელს მის მიერ მოტანილი წარმატებების გამო. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია ყველა ქართველის ერთსულოვანი შრომა იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რაც თავდაჯერებული, დემოკრატიული საქართველო ჰვია. საქართველო, რომელიც მსოფლიოს ამ სტრატეგიულ ნაწილში სტაბილურობას უზრუნველყოფს. შეერთებული შტატეები მხარს უჭერს საქართველოს ყველა მოქალაქეს მათ ერთობლივ ძალისხმევაში, რათა საკუთარი შვილების და ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი ააშენონ. იმედი მაქვს თქვენ და თქვენი ოჯახები მშვიდობიანი და მხიარული დღესასწაულით ისიამოვნებთ. ახალ წელს ახალი ენერგიითა და მომავლის იმედით შეხვდებით. მადლობა, გილოცავთ ახალ წელს”-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი ქართულ ენაზეც მიულოცა.