თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე, სოსო დუმბაძის ვიდეო-ინსტალაციის, “ყვითელი ავტობუსის” ჩვენება მიმდინარეობს. პარალელურად კი ნაციონალისტების ჯგუფი კონტრაქციას მართავს. პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.
კონტრაქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი მონაწილე გურამ ფალავანიშვილი პოლიციამ “გამოსაკითხად წაიყვანა”. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-მაც დაუდასტურა.

2013 წლის 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ. ინსტალაცია, რომელსაც 8 ივნისს აჩვენებენ, სწორედ ამ დღის ვიდეოკადრებია გამოყენებული. ინსტალაციის ავტორი სოსო დუმბაძეა, რომელიც ამჟამად ვაჩნაძის ქუჩაზე იმყოფება.
ვაჩანძის ქუჩაზე შეკრებილი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან “ლგბტ პროპაგანდას”. მათი აზრით, ვიდეო-ინსტალაცია “ყვითელი ავტობუსი” სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქციის ერთი მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა.

აქცია ვაჩნაძის ქუჩაზე. screen shot /fb/პოლიტიკური ნაკვალევი
ნახეთ, რა ხდებოდა ვაჩნაძის ქუჩაზე 2013 წლის 17 მაისს, როცა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავდნენ, თავს დაესხნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლი. აქციის მონაწილეები გადარჩნენ – ისინი პოლიციამ მიკროავტობუსით გაიყვანა.








